დაზიანებული პრომენადი ბათუმის ბულვარში

18 მარტი 2018, 00:00 2603 ნახვა

ბათუმის ბულვარში საზაფხულო სეზონისთვის მზადება დაიწყო. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი დაზიანებული ბილიკი მოქალაქეების  ნაწილს დისკომფორტს უქმნის, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

დღეს ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მთლიან პრომინადზე დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამ ეტაპზე რკინა- ბეტონის ახალ საფარს ასხამენ.  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება რისთვისაც ბიუჯეტიდან 148 ათას 895 ლარი დაიხარჯება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში