ავტომობილი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

18 მარტი 2018, 00:00 6635 ნახვა

მცირეწლოვან ბავშვს ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ ვინც  სატრანსპორტო საშუალებას მართავს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში