დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

18 მარტი 2018, 00:00 1971 ნახვა

გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით მისი გაწერა კლინიკიდან უახლოეს მომავალში იგეგმება და ორსულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს.

სხვა დაკავებულთაგან ამ დრომდე 5 პაციენტი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის ექიმების ინფორმაციით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია. გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, სულ 11 ადამიანი დაშავდა.  მათგან სამედიცინო დაწესებულებაში 8 გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში