რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე - განხილვა კომიტეტში

19 მარტი 2018, 00:00 1746 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა. 

''სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს პასუხი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, სამინისტრო აგრძელებს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებებს, რათა ეს პროცესი მალე დასრულდეს და გახდეს შესაძლებელი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დასრულება და შემდგომი რეაგირება.

ამავე კატეგორიაში