22 მარტს, სარფის საბაჟოზე მიმოსვლა 12 საათით შეიზღუდება

19 მარტი 2018, 00:00 12853 ნახვა

თურქეთის საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 მარტს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა შეიზღუდება. თურქეთის მხარე,  კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას გეგმავს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო კი მგზავრთა მომსახურება 12 საათის განმავლობაში, დილის 8 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე შეუძლებელი იქნება. საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაც. 

"დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული. თურქეთის მოქალაქეებსა და ქართველ მეგობრებს მადლობას ვუხდით გაგებისთვის" - ნათქვამია ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომპიუტერული სისტემის გათიშვის გამო, სარფის საბაჟო, ორმხრივად, 7 მარტსაც ჩაიკეტა. თურქული მხარე, სისტემის გათიშვის შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ვერ ახერხებდა მოქალაქეების გადამოწმებას და საზღვარზე გატარებას. 

 

 

 

ამავე კატეგორიაში