საკოორდინაციო შტაბი ფაროსანას წინააღმდეგ

19 მარტი 2018, 00:00 4679 ნახვა

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა სამეგრელოში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო სამოქმედო გეგმა.

ცნობილია რომ წელს აქცენტი საინფორმაციო კამპანიაზე კეთდება, მინისტრმა სწორედ მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამასთან სპეციალური ტექნიკა გადაეცა რეგიონებს, მათ შორის აჭარას.

აბაშაში, საველე შტაბში გაეცნობიან მეთოდებს სოფლის რწმუნებულები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია უნდა მიიტანონ მოსახლეობამდე. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წელს შესაძლებელი გახდება ფაროსანას პოპულაციის შემცირება და ეს არ გულისხმობს მავნებლის სრულ განადგურებას.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში