ორი ავტობუსი და ორი ბილეთი - მუნიციპალური მარშრუტის ცვლილების შედეგი

19 მარტი 2018, 00:00 5346 ნახვა

ავტობუსების შეცვლილი მარშრუტი და დისკომფორტი მგზავრებისთვის – თამარის დასახლებიდან ადლიის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას, ორი ბილეთი დაგჭირდებათ, ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოთ – ავტობუსების ბოლო გაჩერება თბილისის მოედანია, სადაც ტერიტორია ცოტა ხნის წინ მოაწესრიგეს და ფასიანი პარკირების ადგილიც გამოყვეს.

დაბნეულობას იწვევს კიდევ ერთი ფაქტი, შეცვლილი მარშრუტი ელექტროტაბლოების ნაწილზე არ შეცვლილა, მგზავრები გაურკვევლობაში არიან. რა პასუხები აქვთ ქალაქის ავტოტრანსპორტში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში