თურქეთიდან საქართველოში ზაფხულამდე კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

19 მარტი 2018, 00:00 5024 ნახვა

თურქეთიდან საქართველოში დროებით, კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, აკრძალვა კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესდა. შეზღუდვა იმპორტზე 1 ივნისიდან მოიხსნება.

შეგახსენებთ, კარტოფილის კიბო კარტოფილის ყველაზე სერიოზულ დაავადებად, განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე ორგანიზმად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითვლება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით კარტოფილის კიბო საქართველოში მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.

ხომ არ შეიქმნება ქვეყანაში კარტოფილის დეფიციტი? ემზარ დიასამიძე არკვევდა. 

ამავე კატეგორიაში