''ხეების გადატანის გამო, ავტობუსში 7 საათის გატარება მოგვიწია''

20 მარტი 2018, 00:00 19839 ნახვა

ბათუმიდან გასასვლელად მოქალაქეებს 7 საათი ავტობუსში ყოფნა მოუხდათ. ერთ-ერთი მგზავრი ყვება, რომ თურქეთიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეს. მოქალაქის თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აუხსნეს, რომ  დაახლოებით 4 საათი დაყოვნება მოუწევდათ.

ლიკა ამბობს, რომ სამართალდამცველებს სხვა განმარტებები, რატომ შეუზღუდეს გადადდგილება  არ გაუკეთებიათ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის მაუწყებელთან შეზღუდვის მიზეზებზე განმარტებები არც დღეს გაუკეთებია.  უწყებაში მხოლოდ იმას გვიდასტურებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო. 

მგზავრებმა ქალაქის დატოვება 8 საათზე შეძლეს. ისინი ყვებიან, რომ ავტობუსიდან შორს წასვლას, ან ქალაქში გასვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან დანამდვილებით არ იცოდნენ გზა როდის გაიხსენებოდა.

ლიკა ალხაზიშვილი ამბობს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, აჭარიდან ხეების გადატანის პროცესი გახდა. მგზავრებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეომასალაც მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ მძიმე ტექნიკით ქალაქიდან ხე გააქვთ. ვიდეო ციხისძირის მონაკვეთზეა გადაღებული. 

ქობულეთიდან ბათუმში შემოსვლას მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში, მხოლოდ შემოვლითი გზით ახერხებდნენ.

ამავე კატეგორიაში