მოჭრილი ხეები, დაზიანებული ბოძები და საგზაო ნიშნები - ცენტრალური მაგისტრალით ხეები გაიტანეს

20 მარტი 2018, 00:00 4542 ნახვა

გუშინ, 19 მარტს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალური გზა გადაკეტილი იყო. პოლიცია, რომელიც ქობულთის შესასვლელში პატრულირებდა, ავტოტრანსპორტს შემოვლითი გზით უშვებდა.

ოფიციალურ განმარტებებს შს სამინისტროში ​ არ აკეთებენ, თუმცა მოქალაქეების მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ მაგისტრალით ასწლოვანი ხე გადაქონდათ.  

გადატანის შედეგად გზაზე დაზიანდა, როგორც გარეგანათების ბოძები, ასევე საგზაო ნიშნები. მოჭრილია  რამდენიმე ხე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადგილზე გაეცნობა დაზიანდა თუ არა ტერიტორიაზე ხის გადატანის გამო ინფრასტრუქტურა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობა გააკონტროლებს კომპანიებმა აღებული ვალდებულება შეასრულონ და ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში ტერიტორია პირვანდელ სახეს დაუბრუნონ.

ფოტოები ჩვენმა კორესპონდენტმა ადგილზე გადაიღო. 

განახლებული:

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში