ბესიკის ქუჩის რეაბილიტაცია

20 მარტი 2018, 00:00 1716 ნახვა

ასფალტის საფარს აგებენ  ბესიკის ქუჩაზეც.  ბესიკის ქუჩისა და მისი შესახვევის კეთილმოწყობა გასული წლის მარტში დაიწყო. შესახვევის კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია, დარჩენილია 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი.

ხელშეკრულების ფარგლებში, ბესიკის ქუჩასა და შესახვევში გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბაზალტის ბორდიურები, დეკორატიული ფილები, უსინათლოთა ბილიკები და პანდუსები. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ განხორციელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 419 ათას ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში