82 წლის ქალი ჩამორთმეული სახლიდან იძულებით გამოასახლეს

20 მარტი 2018, 00:00 5688 ნახვა

ბათუმში, საიათნოვას 4 ნომრიდან, 82 წლის ქალი სახლიდან აღსრულების პოლიციის დახმარებით გამოასახლეს.

ალექსანდრა ტერუნი სახლის შესასვლელ ჭიშკართან ზის.  ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და საცხოვრებელს არ დატოვებს.  

სახლის შესასვლელი პოლიციელებს აქვს გადაკეტილი, გამოსახლებული ქალის მხარდასაჭერად იპოთეკით დაზარალებულებიც მივიდნენ. 

82 წლის ალექსანდრა ტერუნმა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწეთი შევიდა, ინფორმაცია "ბათუმელებმა'' გაავრცელეს. 

როგორც მედიასაშუალება იუწყებოდა, ალექსანდრა ტერუნი ბინაში 1983 წლიდან ცხოვრობდა, ქუჩაში კი მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა.

შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი  მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 

მეზობელი, რომლებიც ახლა, ოფიციალურად 82 წლის ალექსანდრას ბინის მეპატრონეა, სახლის კარი აჭედილი აქვს, იმისთვის რომ მოხუცებულს სახლში შესვლა ვერ შესძლებოდა. გამორთულია წყალი და ელექტროენერგია. 

 

ამავე კატეგორიაში