შუახევში, მდინარეში 14 წლის ბიჭს ეძებენ

20 მარტი 2018, 00:00 4794 ნახვა

შუახევში, სოფელ შუბანში 14 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც შუახევის მერი აცხადებს, სამძებრო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. ინფორმაციას ''ინტერპრესნიუსი'' ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად მდინარეში შევიდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 ჯგუფია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე შუახევის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

(ფოტო: ინტერპრესნიუსი)

ამავე კატეგორიაში