კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობა -განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

20 მარტი 2018, 00:00 2090 ნახვა

მოქალაქეების კონსტიტუციური სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოში ნახსენები გიორგი მამალაძის სასულიერო მოღვაწეობის დროს ხელყოფილი ბარბარეს ეკლესია – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, სარჩელის განხილვისას, რომელიც კონფესიებს მიკუთვნებული ძეგლების დაცვის სუსტ მექანიზმებს ეხება, ყველაზე რთულ მაგალითად სწორედ ბარბარეს ეკლესიის შემთხვევა დაასახელა.

აღნიშნა, რომ ეს ის ტაძარი და ძეგლია, რომელიც საპატრიარქომ და სააგენტომ ვერ დაიცვეს. სხვა შემთხვევაში კი ამ დრომდე კონფესიები თანამშრომლობაზე თანხმდებოდნენ. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რადგან სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონი არ ვრცელდება. დავის საგანი და მაგალითები – ვნახოთ სიუჟეტი. 

ამავე კატეგორიაში