მოზარდს ღამით მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ეძებდნენ

21 მარტი 2018, 00:00 6976 ნახვა

სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალში, 14 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 8 სამაშველო ბრიგადასთან ერთად, ადგილობრივებიც არიან ჩართულები. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოა.  

სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან, 14 წლის მოზარდი, გუშინ საღამოს 18 საათიდან გაუჩინარდა. 

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად სავარაუდოდ წყალში შევიდა. მერის თქმით, მაშველებმა ბურთი წყალში იპოვეს და სამძებრო სამუშაოებიც მდინარე ჩირუხში მიმდინარეობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში