''წითელი ჯვარი''არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21 მარტი 2018, 00:00 2799 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც. ორგანიზაცია განცხადებას ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.

“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ნეიტრალური შუამავლის სახით მოვლენების დაწყებიდანვე მზად იყო ჩართულიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ამის შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში გადაეცა“, - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში