ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

21 მარტი 2018, 00:00 2436 ნახვა

ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.  

ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით ბოტანიკურ ბაღში სტუდენტები 150-მდე უნიკალურ და წითელ წიგნში შესულ ნერგს დარგავენ. 21 მარტი ტყის დაცვის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წელს გამოცხადდა. ბუნების დაცვის საჭიროებაზე ცნობიერების ასამაღლებლად მსოფლიოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

ამავე კატეგორიაში