მესაზღვრის  პროფესიული  დღე

21 მარტი 2018, 00:00 2255 ნახვა

 დღეს მესაზღვრეები პროფესიული დღეს აღნიშნავენ. მესაზღვრეებს თარიღი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მიულოცა. თეიმურაზ კეკელიძე განაცხადა, რომ უწყებაში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის მთავარი მიმართულებები განათლება და განვითარება, ასევე, პირადი შემადგენლობის კარიერული სისტემის შემდგომი დახვეწა, მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საზღვარზე ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაა.

თეიმურაზ კეკელიძემ მესაზღვრეები სამკერდე ნიშნებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მესაზღვრის პროფესიული დღე 1999 წელს დაარსდა.
 

ამავე კატეგორიაში