მოსახლეობა დაზიანებული მილების შეცვლას ითხოვს

22 მარტი 2018, 00:00 1721 ნახვა

სოფელ დოლოგნის მოსახლეობა დაზიანებული წყლის მილების შეცვლას ითხოვს. სოფელში წყობიდან გამოსული მილების გამო ადგილობრივებს მისი შეკეთება თვეში რამდენჯერმე უხდებათ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ზაფხულში დგას.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ შემოსული განცხადებების საფუძველზე წყლის მილების შეძენისთვის 10 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ვინ მიიღებს მილებს სპეციალური კომისია დაადგენს.
 

ამავე კატეგორიაში