დაპირისპირება მძღოლებს შორის

22 მარტი 2018, 00:00 8011 ნახვა

შეცვლილი გრაფიკისა და მგზავრების გამო  ბათუმიდან მაღალმთიანი აჭარის  მიმართულებით  მოძრავ მძღოლებს შორის დაპირისპირებაა. გრაფიკის ცვლილებას ხულოს სამარშრუტო ხაზის მძღოლები აპროტესტებენ, ისინი ბათუმის ავტოსადგურში აქციას ამ წუთებშიც მართავენ. პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და პროტესტის გამო რეისებს არ ასრულებენ.

მათი მგზავრები კი დილიდან ტრანსპორტის  გასვლას  ელოდებიან .  როგორც მძღოლები ამბობდნენ, დილით პირველი ტრანსპორტი - 7 საათსა და 50 წუთზე ხულოს მიმართულებით  გადიოდა, რამდენიმე დღეა გრაფიკის ცვლილების შემდეგ კი 3 წუთით ადრე შუახევი გადის, რომელიც აქამდე ბათუმიდან პირველ რეისს 9-ის 20  წუთზე ახორციელებდა.

მძღოლებს შორის უთანხმოება, როგორც ირკვევა გზაზეც გრძელდება, არის ფიზიკური დაპირისპირების  შემთხვევებიც.

როგორც ბათუმის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, გრაფიკს გადამზიდავი კომპანიები ადგენენ და ამ სფეროს მარეგულირებელი ორგანო არ ყავს. ადმინისტრაცია დაპირისპირებულ მხარეებთან განმეორებით შეხვედრას ხვალ გამართავს, თუმცა აქ ამბობენ პრობლემა გადამზიდავმა კომპანიებმა შეთანხმების საფუძველზე თავად უნდა მოაგვარონ. 

ამავე კატეგორიაში