იპოთეკით დაზარალებულების აქცია

05 ივლისი 2016, 00:00 3331 ნახვა

უმაღლეს საბჭოსთან იპოთეკით დაზარარებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ტრანსფარანტებით მისვლა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სურდათ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა უფლება არ მისცეს. ამიტომ აქცია ჭიშკართან გაიმართა. მოგვიანებით აქციის სამ მონაწილეს უმაღლეს საბჭოში შესვლის ნება დართეს, თუმცა ტრანსფარანტებით არ შეუშვეს. ამის შემდეგ იპოთეკით დაზარალებულებს დეპუტატები ალექსანდრე ჩიტიშვილი და ანზორ თხილაიშვილი შეხვდნენ და მათ ბანკებთან შუამდგომლობას დაპირდნენ. პარალელურად დაზარალებულების ნაწილი, ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, მესამე დღეა შიმშილობს. 

ამავე კატეგორიაში