გზის რეაბილიტაცია

23 მარტი 2018, 00:00 1830 ნახვა

თითქმის 50 წლის შემდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში შიდა სასოფლო გზებს აწესრიგებენ. ბეტონის საფარი სოფელში 450 მეტრ ფართობზე დაიგება. ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.

ჯამში ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში 17 კილომეტრამდე გზა კეთილმოეწყობა, აქედან კილომეტრ ნახევარი ორთაბათუმის თემში. კაპრეშუმის გარდა, ასფალტის საფარს ერთდროულად სოფლებში სალიბაურში, მასაუარასა და ორთაბათუმში აგებენ.  

ამავე კატეგორიაში