ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ორი ავიარეისი გაუქმდა 

23 მარტი 2018, 00:00 3595 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სტამბოლი-ბათუმის და ბათუმი-სტამბოლის რეისები დღეს არ შესრულდება. აეროპორტის ცხელი ხაზის ოპერატორებს, ფრენების გადადების მიზეზის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.  

მათი თქმით, სტამბოლი-ბათუმის რეისი 16 საათსა და 55 წუთზე იყო ჩანიშნული. ბათუმიდან სტამბოლში კი მგზავრების გადაყვანა, 17 საათსა და 50 წუთზე იგეგმებოდა.

ორივე ავიარეისი ”თურქეთის ავიახაზებს” უნდა შეესრულებინა.  

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, დღეს თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი განხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში