ქარი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე მტვრის ნარჩენები გადმოიტანა სიროკო ჰქვია

23 მარტი 2018, 00:00 39356 ნახვა

ფოტო: თეკლა ნიკოლაშვილი

თურქეთის და საბერძნეთის მთელი რიგი კუნძულები საჰარიდან გავრცელებულ ცხელ ქვიშაში ჩაიძირა. ქარი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზეც  მტვრის ნარჩენები გადმოიტანა  - სიროკო ჰქვია. ეს სამხრეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილი ძლიერი ქარია.

ხმელთაშუა ზღვაზე გადასვლის დროს სიროკო სინოტივეს იძენს. მიუხედავად ამისა, ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალ ადგილას, მაინც აჭკნობს მცენარეებს და ხილვადობას მკვეთრად აუარესებს.

სწორედ სიროკო ქროდა დღეს საქართველოში, რომელსაც თან დაერთო მაღალი ტენიანობა, რის ფონზეც ჰაერში არსებული დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები, ტალახიანი წვიმის სახით  ბათუმსა და მის შემოგარენში მოვიდა.

საქართველოს სხვა ტერიტორიებზე მხოლოდ ხილვადობა იყო გაუარესებული და ღრუბლებს მკვეთრად გამოხატული ყვითელი ფერი ჰქონდა.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში