ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზები

23 მარტი 2018, 00:00 4740 ნახვა

ბათუმში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება ჯერ არ გაუვლიათ. გეგმის მიხედვით, ავტობუსებს აპრილიდან შეამოწმებენ. ცნობილია, რომ მერია მათ შესაკეთებლად ნაწილებს ყიდულობს.

ავტომანქანების გამონაბოლქვი სახელდება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საგანგაშო ნიშნულს აღწევს. საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაბინძურების წყაროა ასევე სამრეწველო და სამშენებლო ობიექტები.

აუდიტის სამსახური აქვეყნებს ეფექტიანობის კვლევას და სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორისაა მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომელმაც ტექნიკურ დათვალიერებაზე უარის თქმის შემთხვევაში მძღოლები უნდა დააჯარიმოს, გარემოს დაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის იმ ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიწოდება, თუ რა ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას დაბინძურებული ჰაერი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში