დიდი პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე

24 მარტი 2018, 00:00 1902 ნახვა

“სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი” -ბათუმის  დრამატული  თეატრის ახალ სცენაზე დღეს პრემიერაა. სპექტაკლი 3 დრამატურგის: მოლიერის, მაქს ფრიშისა და ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებების მიხედვით,  ორ მოქმედებად დაიდგა.   საკუთარი როლის პოვნა და მორგება სპექტაკლში მაყურებელსაც მოუწევს.

იმის გამო, რომ წარმოდგენა სამ სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს, მსახიობებთან ერთად ადგილს ისინიც იცვლიან, თუმცა ექსპერიმენტი ამით არ მთავრდება _ საბოლოოდ, მაყურებელი უშუალოდ სცენაზე რჩება, დადგმის კულმინაცია კი ამფითეატრში ვითარდება. საპრემიერო ჩვენებები დღეს და ხვალ 19 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში