''ჩემი ქმარი არ იყო მენეჯერი, ის იყო საწყობის გამგე'' - აცხადებს დაკავებულის მეუღლე

24 მარტი 2018, 00:00 7662 ნახვა

ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის, გიორგი მიქელაძის ახლობლები და ოჯახის წევრები სასტუმრო წინ შეიკრიბნენ.  ოჯახის წევრები ”ლეოგრანდის” მენეჯმენტთან შეხვედრას ითხოვენ. დაკავებულის მეუღლე  თეა ფუტკარაძე აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ დაკავებული არ იყო მენეჯერულ პოზიციაზე. 

"გიორგი არ იყო მენეჯერი, ის იყო საწყობის გამგე. 24 ნოემბერს კი სასტუმროში არ იმყოფებოდა. ვითხოვთ შეგხვდეს სასტუმროს უფროსი და გვითხრას, რატომ ედება იმაში ბრალი, რომელი საქმის შესრულებაც არ ევალებოდა. ვითხოვთ, ასევე გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში,   სასტუმროს ფუნქციონირებას ხელს შევუშლით" აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში