“გაუაზრებელი კომენტარი”- მუხრან ვახტანგაძე ჯელალ ქიქავას ბრალდებაზე

24 მარტი 2018, 00:00 3475 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია  “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ე საუკუნ“-ის  ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა პარლამენტის წევრ მუხრან ვახტანგაძეს ჯგუფური თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გვიან ღამით რამდენიმე სპორტსმენი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯელალ ქიქავა ირწმუნება, რომ ისინი სწორედ მუხრან ვახტანგაძისგან იყვნენ გამოგზავნილები, ამას კი ანგარიშსწორებას უკავშირებს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯელალ ქიქავამ პარლამენტარს ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში ზონდერი უწოდა.

როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთმა თავდამსხმელებმა მას შემდეგი სიტყვები უთხრა: ,,მოკითხვა ვახტანგაძისგან“ . ჯელალ ქიქავა ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს მიმართავს დამნაშავე დროულად დაისაჯოს.. მუხრან ვახტანგაძემ, რომელმაც დღეს გვითხრა, რომ სატელევიზიო კომენტარს გააკეთებდა მოგვიანებით დაპირების მიუხედავად უარი განაცხადა, თუმცა ჩვენ ჟურნალისტთან წერილობითი კომენტარში აღნიშნა, რომ ჯეჯალ ქიქავა მას და სპორტსმენებს ბრალს დებს რაც მისი თქმით აღელვებულ ნიადაგზე გაუაზრებელი ქმედებაა, ბრალდება კი აფსურდული, სპორტსმენ ჯეჯლა ქიქავას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამავე კატეგორიაში