ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო

24 მარტი 2018, 00:00 1951 ნახვა

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც ბათუმში გაიმართა. განიხილეს ინიციატივა- ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარის რეგიონში, რომლის თანახმად უნდა შეიქმნას ე.წ “ელიმინაციის კუნძული” 2030 წლისთვის კი მსოფლიოსთან ერთად საქართველო ტუბერკულოზის დაავადებისგან უნდა გათავისუფლდეს.

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 2016 ყველა ფორმის ტუბერკულოზის 4000-მდე რეგისტრირებული შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა შემთხვევების 2,1 პროცენტი პენიტენციურ სისტემაში ფიქსირდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში