სატენდერო პირობები კონკრეტული კომპანიებისთვის?      

24 მარტი 2018, 00:00 2174 ნახვა

არგებდა თუ არა ბათუმის მერია სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებს? სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვობს, რომ-კი. აუდიტის 2016-2017 წლების ანგარიშში, წერია, რომ გამარტივებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და, შესაბამისად, ის იმარჯვებდა კიდეც.

როგორც ირკვევა, საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ისე შეისყიდა „საავტორო კინოს ბათუმის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზების მომსახურება, რომ ბაზრის კვლევა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ეყრდნობა მხოლოდ ბოლო წლებში მიმწოდებელი ორგანიზაციის მონაცემებს.

აუდიტის ანგარიშით, ასევე თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა  კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებისა და ბათუმის ანიმაციური ფილმების მერვე საერთაშორისო ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში.

ამავე კატეგორიაში