"ბრალდებული გიორგი მიქელაძე დუმილის უფლებას იყენებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს" - აცხადებს მიქელაძის ადვოკატი

25 მარტი 2018, 00:00 2978 ნახვა

"ბრალდებული გიორგი მიქელაძე დუმილის უფლებას იყენებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს" - აცხადებს მიქელაძის ერთ-ერთი ადვოკატი. პაატა ბოლქვაძის თქმით ბრალდების დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურა მიქელაძეს კონკრეტული ფუნქციის განხორციელებაზე ედავება, კონკრეტულად სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც ადვოკატის თქმით, ბრალდებულის ფუნქციებში არ შედიოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო მხოლოდ სასტუმროს საწყობზე, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს. დაცვის მხარე დღეს სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროცესი 14 საათზე დაიწყება.

გამოძიება 243-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში