“ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა” - პრემიერი

25 მარტი 2018, 00:00 2204 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე აღნიშნავს, რომ "1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი დედაეკლესია.

საუკუნეების განმავლობაში სწორედ მის წიაღში ინახავდნენ სარწმუნოებას ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ქვეყანა.ავტოკეფალიის აღდგენამ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩვენი ერის ცხოვრებაში, რასაც სულ მალე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც წერილში.

ამავე კატეგორიაში