ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი თამბაქოს უკანონო შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი

26 მარტი 2018, 00:00 2608 ნახვა

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის,  აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში  - 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 551 კოლოფი ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი, თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

''უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 - დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,'' - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში