ბათუმში 1800 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

26 მარტი 2018, 00:00 8141 ნახვა

ბათუმში, ცენტრალურ ნაწილში, 1800-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.  კომპანია ”სოკარ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ  ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი დაზიანდა.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებთან მომუშავე ერთ-ერთმა კომპანიამ შემთხვევით დააზიანა ბათუმის ცენტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია შეზღუდვა. 

''სოკარ ჯორჯიაში'' ირწმუნბიან, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და გაზმომარაგების მიწოდება,  ხვალ, 27 მარტს, დილის საათებში აღდგება.

კომპანია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში