ბათუმში 164 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

26 მარტი 2018, 00:00 2974 ნახვა

ზუსტად, 5 თვეში ბათუმში რეგისტრირებული დევნილები ბინებს მიიღებენ. საცხოვრისი ამ ეტაპზე 164 ოჯახს გადაეცემა. განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც აქამდე სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ. ანუ ბინებს ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც წლების წინ 7 ათას ლარიანი ე.წ. კომპენსაცია გადაეცათ.

საცხოვრისი ოჯახებისთვის დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ტაბიძის ქუჩაზე შეისყიდა, იქ სადაც კორპუსები წაბლანის ტრაგედიისას დაზარალებული ეკომიგრანტებისთვის შენდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში