ქართველი სამხედროები აშშ-დან 20 მედლით დაბრუნდნენ

27 მარტი 2018, 00:00 1741 ნახვა

დაშავებული ქართველი  სამხედროები აშშ-დან სამშობლოში 20  მედლით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედროებმა 6 - ოქროს, 6 - ვერცხლის და 9 - ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.

საზღვაო ქვეითთა თამაშები აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 173 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ქართველმა დაშავებულმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში იასპარეზეს.

ამავე კატეგორიაში