მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა

27 მარტი 2018, 00:00 23874 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, კორპუსის მეორე სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, პატარა ფანჯრის რაფაზე ავიდა,  სავარაუდოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. ინციდენტის დროს სახლში არასრულწლოვნის ბებია, ბაბუა და დედა იმყოფებოდნენ. 

‘’მადლობა ღმერთს ბიჭუნა გადარჩა, ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმ ასაკშია, რომ აქტიურად დადის და ოთახში სწრაფად მოძრაობს. ყველანი სახლში ვიყავით, მაგრამ ფანჯარასთან როდის მივიდა, ვერ შევამჩნიეთ,’’ - ამბობს დაშავებულის ბაბუა.

მცირეწლოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პაციენტი კონტაქტურია.

დაშავებული მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში