სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

27 მარტი 2018, 00:00 2659 ნახვა

უახლოეს მომავალში სანქციების გამკაცრება იგეგმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კანონპროექტზე მუშაობს. საქმე ეხება ობიექტების ჩამონათვალისა და ჯარიმების გაზრდას.

ამჟამად სააგენტოს 100 და მეტნომრიანი სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ბენზინგასამართი სადგურების, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებების შემოწმება ევალება.

პარალელურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახშირებს ტრენინგების ინტენსივობას უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სასტუმროების მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალისთვის.

აღსანიშნავია, რომ 4 თვიანი ძიების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სწორედ ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგინა ბრალი “ლეოგრანდის” ხანძრის საქმესთან დაკავშირებით. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში