გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას?

27 მარტი 2018, 00:00 4477 ნახვა

პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გახშირებული ფაქტები და ანგარიშები, რომლებშიც თემა ყოველწლიურად აქტიურად ხვდება. ერთ-ერთი ბოლო შესაძლო შემთხვევის შესახებ მოქალაქეები ფეისბუქში წერენ.

“მთავარმა” თვითმხილველები ჩაწერა, რომლებიც გვიყვებიან რომ არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციელებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოზარდის მეგობარი აცხადებს, რომ ბიჭს განყოფილებაში პოლიციელები დაემუქრნენ.

მონათხრობს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკავების მიზეზად აგრესიულობას, მანამდე კი მოპედით სახიფათო მანევრების შესრულებას ასახელებენ.

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო.

თავის მხრივ, მსგავსი მექანიზმის შექმნის მზადყოფნას გამოთქვამს მთავრობა, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ოფიციალურად ამ დრომდე არ შესულა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში