ახალი ტურისტული ობიექტები მწვანე კონცხზე

27 მარტი 2018, 00:00 3700 ნახვა

სააქციო საზოგადოება “აჭარის კურორტები” ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას სთხოვს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შემუშავდება კონცეფცია და გადაწყდება რა სახეს მიიღებს “ბოტანიკური ბაღის” მიმდებარე ტერიტორია.

ცნობილია, რომ მიწები მწვანე კონცხზე გაყიდულია. უცნობია რა პროექტს განახორციელებს, “აჭარის კურორტები” მახინჯაურში ე.წ. ნარინჯის ტერიტორიაზე, საიდანაც, ისევე როგორც მწვანე კონცხის ტერიტორიიდან ბოლო პერიოდში აქტიურად გააქვთ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის. ამ კომპანიამ მიწა პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასულ წელს შეისყიდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში