ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება

28 მარტი 2018, 00:00 1996 ნახვა

ფოტო: დათო ტრაპაიძე

29 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, ამინდი შეიცვლება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი.

30 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - დასავლეთში +9, +14, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე.

ამავდროულად მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. პერიოდულად იქროლებს დასავლეთში ძლიერი ქარი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში