''ხიხანი'' 1:1 ''ოდიში 1919''

28 მარტი 2018, 00:00 1957 ნახვა

პირველი წრის  მესამე  ტურის მატჩი ხულოს „ხიხანსა“ და ზუგდიდის „ოდიშის 19-19„-ს შორის ფრედ 1-1  დასრულდა. ხულოს გუნდმა პირველ წრეში 3 თამაში გამართა, ერთი მატჩი მოიგო და 2  ფრედ დაასრულა. 2 აპრილს „ხიხანი“ აბაშა „ზანას დაუპირისპირდება.

ხულოს “ხიხანმა” ახალი საფეხბურთო სეზონი სიახლეებით დაიწყო, გუნდმა განახლებული ფეხბურთელებით  გააგრძელა ასპარეზობა და ასევე გამოიცვალა მთავარი მწვრთნელიც, ხულოს „ხიხანს“ ელდარ კუპრაძე აღარ უხელმძღვანელებს,  იგი ბათუმის დინამოს აკადემიაში მწვრთნელად აგრძელებს მოღვაწეობას, ხოლო ხულოს ხიხანის ახალი მწვრთნელი გელა კიკალიშვილია, რომელიც ხიხანის მთავარ მწვრთნელამდე ბათუმის დინამოში მწვრთნელად მოღვაწეობდა. 

ამავე კატეგორიაში