სასტუმრო ''ლეოგრანდში'' სახანძრო  უსაფრთხოება შეამოწმეს

28 მარტი 2018, 00:00 2451 ნახვა

მასშტაბური ხანძრისა და 11 ადამიანის დაღუპვის მიუხედავად, სასტუმრო ''ლეოგრანდში'' სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არაფერი შეცვლილა. უფუნქციოდ დარჩენილი სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ ხელახლა შეისწავლა.

შენობის უსაფრთოხება, ამჯერად, მერიის ოფიციალური წერილის საფუძველზე შემოწმდა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ამობობს, რომ  მერიას წერილობით მიაწვდიან ინფორმაციას სასტუმროში არსებულ ვითარებაზე, სადაც დეტალურად ასახავენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

ირაკლი თოიძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოების შესწავლა ქალაქის თვითმმართველობას პროკურატურამ მოსთხოვა. უწყება ყოფილი “ლეოგრანდის “ საქმეზე დაკავებულ ორ პირს, რომელსაც სასტუმროში მენეჯერული პოზიცია ეჭირათ, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

ამავე კატეგორიაში