უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ

28 მარტი 2018, 00:00 2941 ნახვა

აჭარის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები ტელესიუჟეტებს ამზადებენ.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინაში პოპულარული ტელეარხების "1+1"-სა და "უა-ფერსტის” გადამღები ჯგუფები იმყოფებიან.

ჟურნალისტებმა გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჟეტებს, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.

ამავე კატეგორიაში