ბათუმის საკალათბურთო კლუბი კიდევ ერთხელ დაისაჯა

28 მარტი 2018, 00:00 3192 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი კიდევ ერთხელ დაისაჯა. სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, გუნდი ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

აკრძალვის საფუძველი, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტურში, "ბათუმისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირების დროს, მსაჯებსა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.

შესაბამისად ხვალ, 29 მარტს, ბათუმისა და ქუთაისის გუნდების შეხვედრა, ბათუმის სასპორტო სკოლაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

შეგახსნებთ, მიმდინარე სეზონში ბათუმელელთა გუნდი იგივე მიზეზით ერთხელ უკვე დაისაჯა, რის გამოც სუპერლიგის მე-19 ტურის შეხვედრა "სოხუმის" წინააღმდეგ გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

სპორტკლუბი (SportClub) მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. თამაში 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში