''ქალთა მიმართა ძალადობის შესახებ'' კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

28 მარტი 2018, 00:00 1845 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი ორმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ავტორები  მოითხოვენ კანონის მე-10 მუხლში სიტყვა „შესაძლებელია“ შეიცვალოს სიტყვით „ვალდებულია“.

საუბარია რეგულაციაზე, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. კანონში წერია, რომ პოლიციელმა შესაძლებელია გამოსცეს ამგვარი ორდერი. მოსარჩელის აზრით, პოლიციის თანამშრომლისადმი მსგავსი უფლების მიცემა გაუმართლებელია და იგი ვალდებული უნდა იყოს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტი.

ამავე კატეგორიაში