4 ქართველმა ათენში 200-მდე ბინა გაქურდა

28 მარტი 2018, 00:00 2599 ნახვა

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს 4  მოქალაქე დააკავა, რომელებმაც ათენში 200-მდე ბინა გაქურდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, უწყება ბერძენ კოლეგებთან ერთად დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.  

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ „კანონიერ ქურდთან“, რომელიც გეგმავდა და მითითებებს აძლევდა დაკავებულებს.   

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ. გამოძიება მათ, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში