ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალშობილთა რეანომობილი გადაეცა

28 მარტი 2018, 00:00 2413 ნახვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ნეონატალური რეანომობილი გადაეცა. სამედიცინო მანქანა გადაუდებელი საჭიროების მქონე  პაციენტებს მოემსახურება.​რეანომობილში თანამედროვე ტიპის აღჭურვილობაა განთავსებული, რომელიც პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას გადაადგილების პროცესშიც უზრუნველყოფს.

რეანომობილის საშუალებით, შესაძლებელი იქნება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირებაც. რეგიონს ნეონატალური რეანომობილი აქამდე არ გააჩნდა.

ამავე კატეგორიაში