ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

28 მარტი 2018, 00:00 2552 ნახვა

ბათუმში, ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი იყო. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევრო იყო.

ევროპის ჩემპიონის ტიტული ხორვატმა ივან სარიჩმა მოიპოვა. გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს 20 ათასი ევრო გადაეცა.

23-მა მონაწილემ, 2019 წელს ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში