მაღალმთიან აჭარაში სასწრაფო დახმარების ავტოპარკი 6 სპეცმაქანით განახლდა

29 მარტი 2018, 00:00 2421 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ჯიპის ტიპის 6 სპეცმანქანა სამივე რაიონში განაწილდა.  ქედაში, შუახევსა და ხულოში მოქალაქეებს  სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი  ეკიპაჟები მოემსახურებიან. თითოეულ რეგიონს 2 ავტომობილი გადაეცა. 

საქართველოს მასშტაბით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამედიცინო წესით აღჭურვილი 22 მანქანა, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, 25 მარტს გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანითაა შევსებული.

ამათგან 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში